Monday, April 15, 2019

ც ი ს ა რ ტ ყ ე ლ ა ს მ ი ღ მ ა




ფერეიდნელი მგზავრის სიმღერა.


ცა ჰგავს დიდებულ სპარსულ ხალიჩას,
ან მოზაიკას ძვირფასი ქვებით,
იქვე წითური მთვარის თვალი ჩანს,
დედამიწას რომ დაჰყურებს ქვევით.
ამქვეყნად ყველა საავდრო ღრუბელს,
ხომ უსათუოდ გაუდის ფერი,
თუკი უეცრად არ დავიღუპე,
მე უნდა მოვკვდე ქართულ სიმღერით.
გემშვიდობები, გამზრდელო მიწავ,
რამდენჯერ მოგრწყე ცრემლით, ვინ იცის,
არ იფიქრო, რომ უმადური ვარ,
ფერეიდანო, შენი თბილი ცის.
ოცნებებისკენ მიხმობენ გზები,
მივეახლები იმედს კარღიას,
სხვა არაფერი ამგვარი გზნებით,
არ მინატრია, არც მიდარდია.
დრო სისხლშიგამჯდარს დასაბამიდან,
სამშობლოსადმი სწრაფვას ვერ მოშლის,
"მე ცისარტყელას მხრებზე დავისვამ,
რომ ჩავიტანო საქართველოში"







Add caption