ირანი
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია:თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ქუვეითი,ერაყი.
ქვეყნის უდიდესი ნაწილი მთიანი რელიეფით ხასიათდება , ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე გაშლილია ზაგროსის და კუხუდის მთათა სისტემები .კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს გაუყვება ელბურსის მთები . ტერიტორიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს იკავებს ირანის მთიანეთი .
- ფართობი - 1.648.000 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 66,4 მლნ. კაცი (2000წ)
- ბუნება: მთები – უმაღლესი მწვერვალი – დამავენდი 5.604 მ; უდიდესი მდინარე - ქარუნი 830 კმ; მთავარი ტბები (კვ.კმ) – კასპიის ზღვა 371.000, ურმია 5.800, ნამაქი 1.800; უდიდესი კუნძული - ყეშმი 1.330 კვ.კმ; კლიმატი - კონტინენტური, მშრალი.
- ირანის ტერიტორიაზე ორი უდიდესი უდაბნოა - დეშთე ქევირი და დეშთე ლუთი .
დემოგრაფია
- მოსახლეობა: 68,3 მლნ (2003), მათ შორის სპარსელები - 51%, აზერბაიჯანელები - 24%, ქურთები - 7%,გილანელები და მაზანდარანელები - 8%, არაბები - 3%, ლურები - 2%, ბელუჯები - 2%.
ქართველები-0,01% )
- ენები: ფარსი (58%), თურქული ენები (26), ქურთული (9), ლური, (2), ბელუჯური (1), არაბული (1).
- რელიგია: ისლამი.
- ქალაქები (ათ.) : თეირანი (7.894; აგლომ. 11.225), ისპაჰანი (1.378; აგლომ. 2.652), მეშჰედი (2.061), თავრიზი(1.213), შირაზი (1.176).
ფერიდანის მდებარეობა.
ირანის ცენტრალურ მთიანეთში, დაახლოებით 180 კილომეტრზე სეფიანთა ძველ სატახტო ქალაქ ისფაჰანის სამხრეთ-დასავლეთით, იქ, სადაც აღმართულია ბახთიარის მაღალი მთები, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს სპარსეთის ერთ-ერთი მაღალმთიანი რაიონი, რომელსაც ფერეიდანს ეძახიან. თითქმის ოთხი საუკუნეა, რაც ამ მაღალ მთებში ბინადრობს ისტორიული ბედუკუღმართობის გამო სამშობლოსგან მოწყვეტილი ქართველი მოსახლეობა. ისინი ჩვენში “ფერეიდნელი ქართველების'' სახელით არიან ცნობილი.
- ფერეიდანის ადგილ-მდებარეობა მაღალია,სააგარაკო. აქ იცის შედარებით
ხანგრძლივი ზამთარი.ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება 2მეტრი თოვლი მოვიდეს.
- თანამედროვე ფერეიდანი რიგით მეათე,ისპაჰანის
ოსთანის(საგუბერნატორო)შვიდიდან ერთ-ერთ შაჰრესთანს(პროვინცია)წარმოადგენს.
- თანამედროვე ფერეიდანი რიგით მეათე,ისპაჰანის ოსთანის(საგუბერნატორო)შვიდიდან ერთ-ერთ შაჰრესთანს(პროვინცია)წარმოადგენს.
- ქართველები ცხოვრობენ გორჯის დეჰესთანის 8 სოფელში.აგრეთვე მაგუის ანუ ჰუმეს დეჰესთანის სამ სოფელში.
ირანის ტერიტორია იყოფა ოსტნებად (სპარს.استان — ostān; მრავლობით. — استانﻫﺎ — ostānhā), ოსტნები იყოფა შაჰრისტანებად (სპარს. شهرستان), ირანის დიდი ქალაქები სარგებლობებენ სპეციალური უფლებებით . ამჟამად ირანი იყოფა 30 ოსთნად ესენია :
1. არდაბილი
2.აღმოსავლეთი აზერბაიჯანი
3. ბუშირი
4. გილანი
5. გულისტანი
6. დასავლეთი აზერბაიჯანი
7. ზენჯანი
8. თეირანი
9. იაზდი
10. ილამი
11. ისპაჰანი
12. ლურისტანი
13.მაზანდარანი
14. მარკაზი
15. სამხრეთ ხორესანი
16. სემნანი
17. სისტანი და ბელუჯისტანი
18. ფარსი
19. ქერმანი
20. ქერმანშაჰი
21. ქოხგილუე და ბოიერაჰმედი
22. ქურთისტანი
23. ყაზვინი
24. ყუმი
25. ჩახარ-მახალი და ბახთიარია
26. ჩრდილოეთ ხორასანი
27. ხორასან რეზავი
28. ხუზესტანი
29. ჰამადანი
30. ჰორმაზაგანი
ირანის ტერიტორია იყოფა ოსტნებად (სპარს.استان — ostān; მრავლობით. — استانﻫﺎ — ostānhā), ოსტნები იყოფა შაჰრისტანებად (სპარს. شهرستان), ირანის დიდი ქალაქები სარგებლობებენ სპეციალური უფლებებით . ამჟამად ირანი იყოფა 30 ოსთნად ესენია :
1. არდაბილი
2.აღმოსავლეთი აზერბაიჯანი 3. ბუშირი 4. გილანი 5. გულისტანი 6. დასავლეთი აზერბაიჯანი 7. ზენჯანი 8. თეირანი 9. იაზდი 10. ილამი |
11. ისპაჰანი
12. ლურისტანი 13.მაზანდარანი 14. მარკაზი 15. სამხრეთ ხორესანი 16. სემნანი 17. სისტანი და ბელუჯისტანი 18. ფარსი 19. ქერმანი 20. ქერმანშაჰი |
21. ქოხგილუე და ბოიერაჰმედი
22. ქურთისტანი 23. ყაზვინი 24. ყუმი 25. ჩახარ-მახალი და ბახთიარია 26. ჩრდილოეთ ხორასანი 27. ხორასან რეზავი 28. ხუზესტანი 29. ჰამადანი 30. ჰორმაზაგანი |
No comments:
Post a Comment