ისტორია

შაჰ აბას I-ის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში .

 1614 წლის შაჰ აბას I-ის შემოსევამ კახეთს არნახული ზიანი მიაყენა. განადგურდა მრავალი ქალაქი და სოფელი, 
ცეცხლს მიეცა ეკლესია-მონასტრები და საცხოვრებლები; მოიშალა სამეურნეო ცხოვრება, გაწყდა მოსახლეობის 
მნიშვნელოვანი ნაწილი. დამპყრობლებმა თითქმის მთელი კახეთი დაიკავეს. კახელებმა დიდხანს ვერ აიტანეს 
ყიზილბაშთა ბატონობა. 1615 წელს დაიწყო აჯანყება, რომელსაც დავით ჯანდიერი მეთაურობდა. გახიზნული თეიმურაზ I სასწრაფოდ დაბრუნდა კახეთში და აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. იგი თავად წარუძღვა ჯარს შეტევაზე. 5 ათასმა ქართველმა 15 ათას ყიზილბაშს მუსრი გაავლო და ბრწყინვალე   გამარჯვება მოიპოვა.
 განრისხებული შაჰი 1616 წელს კახეთის დასასჯელად და ამოსაგდებად დაიძრა. ის 
ჯერ თბილისში შემოვიდა და ქართლის მმართველად დაუდ ხანის შვილი გამაჰმადიანებული ბაგრატ-ხანი დანიშნა. თეიმურაზი მიხვდა, რომ ირანელებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და იმერეთში გაიხიზნა. 
დავით ჯანდიერის მეთაურობით კახელები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს. ყიზილბაშები ანგრევდნენ სახლებს, ეკლესია-მონასტრებს, ჩეხავდნენ ბაღებსა და ვენახებს. 1617 წელს ირანელებმა კვლავ დალაშქრეს კახეთი. შაჰ აბას I-ის გამანადგურებელი შემოსევების შედეგად აღმოსავლეთ საქართველო საშინლად აოხრდა 
და განადგურდა. განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ეს ლაშქრობები კახეთისთვის. 100 
ათასი ქართველი დაიღუპა ყიზილბაშებთან ბრძოლაში. 200 ათასი დატყვევებული ქართველი კი შაჰმა ირანში გადასახლა და ირანის პროვინციებში: ხორასანში, მაზანდარანში და ფერეიდანში ჩაასახლა.



შაჰ–აბასი
 (1587-1629
ქართველთა მასობრივი გადასახლებით შაჰ-აბასი რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს ისახავდა:
vყოველმხრივ ასუსტებდა ურჩ ქართლ-კახეთს.

vახალი ქართული დასახლებებით იცავდა საკუთარ მნიშვნელოვან რეგიონებს,მათს შორის ისპაჰანს ,მომთაბარე ტომების შემოსევებისაგან.

vქართველების მეშვეობით ირანში ნერგავდა ინტენსიურ მეურნეობას.

vმამაცი ქართველი მეომრებით საკუთარ ლაშქარს აძლიერებდა.





























































         ზუსტი და დაწვრილებითი ცნობები ფერეიდანში ქართველთა ჩასახლებისა და 

მათი იქ ცხოვრების შესახებ თითქმის არ შემონახულა. თვით ირანში

 საგანგებოდ იყო მიჩქმალული ფერეიდნელთა ქართველობა და დღემდე მათ

 რიცხვს ხელოვნურად მიაწერენ და უმატებენ სპარსულ მოსახლეობას.

           საქართველოში ზეპირგადმოცემებიდან იცოდნენ, რომ სპარსეთის

მივარდნილ მხარეში მათი მოძმე ქართველები ცხოვრობდნენ. ბევრ ქართველს

შემდეგშიც ხშირად უმუხთლა ბედმა და ისტორიის მთელ ამ მონაკვეთში

ნებით თუ უნებლიედ, თავის სიცოცხლეს ირანის შაჰის კარზე ან ქვეყნის

რომელიმე პროვინციაში ატარებდა. სამწუხაროდ, ფერეიდნელთა ვინაობის 

შესახებ წერილობითი ცნობები ნაკლებად მოგვეპოვება. “კალმასობისავტორი

თავის ცნობილ პერსონაჟს ლოცვაში ათქმევინებს: “ეძიე (ადონაი უფალო

სისხლნი ივერიისა, დანთხეულნი მირიან მეფითაგან ვიდრე აქამომდე, და 

მოიყვანე ერი იგი (ქართველი) ფერეითიდგან (ფერეიდანი).






















ალავერდი-ხანი (24 მაისი1614) ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე. გამაჰმადიანებული ქართველი (საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძე. ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსისბეგლარბეგიაბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი. როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603—1612). ისპაანში ააშენა ხიდი მდ. ზენდერუდზე, რომელსაც დღესაც მისი სახელი ჰქვია. აბას I-ის ბრძანებით ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ-ხანმა — ყარაბაღისა.
ერთ-ერთი ვერსიით, ალავერდი-ხან უნდილაძე შაჰის ბრძანებით მოკლეს, რადგან ფაქტობრივად იგი შაჰზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა.

                სიოსეფოლის 33 თაღიანი ხიდი
















































ირანში გადასახლებისთანავე შაჰ-აბასმა ქართველები გაამაჰმადიანა. დღეს ფერეიდნელი ქართველები ისლამური ირანის შიიტური თემის ნაწილს შეადგენენ და გამოირჩევიან რელიგიური წესების ზედმიწევნითი აღსრულებით. 
      .
      იმამყული-ხან უნდილაძის ძეგლი სპარსეთის ყურეში, კუნძულ ყეშმზე დგას, ნიშნად იმისა, რომ მისის სარდლობით ბანდარ-აბასიდან განდევნილ იქნენ პორტუგალიელი დამპყრობლები. 





Add caption


1 comment:

  1. დიდება ქართველსა ირანისი იყოს რო მე ვარ თუ სამშობლოსიყოს რო ქენ ხართ🇬🇪

    ReplyDelete