ფერეიდნელები დღეს...

უცხო მხარებში გადაკარგულებმა თავი არ დაუხარეს შაჰინ-შაჰის ვერაგულ

ზრახვებს. მტრის გასაკვირვად ვაჟკაცურად გაუძლეს ყველა გაჭირვებას,

დამცირებას და საქვეყნოდ გამოიტანეს ქართველი ხალხის შეუდრეკელი ბუნება

და სულიერი სიმდიდრე.  ფერეიდნელი ქართველისათვის ყველაზე საამაყო და სანუკვარია ქართველობა და ყველაზე მშობლიური ადგილი დედამიწაზე _

ოცნებადქცეული საქართველო, რომლის სიყვარულს აკვნიდანვე უნერგავს

შვილს ფერეიდნელი დედა.



ფერეიდანში არსებობს გადმოცემა, რომ მათ წინაპარს საქართველოდან

წამოღებული ვაზის რქა დაურგავს, რომელსაც იქ მოურწყველად გაუხარია და გამრავლებულა. ამ ადგილს `პაპას ბაღი~ დარქმევია და მის მიდამოებში ყოველ გაზაფხულს სალოცავად მიაშურებენ მარტყოფელები. აქ ხდება ახალგაზრდების გაცნობა და ერთმანეთის არჩევაც. `პაპას ბაღი~ მარტყოფელებს დაკარგული სამშობლოს სიმბოლოდ მიაჩნიათ. `ღმერთმა ნუ ქნას მისი გახმობა, მაშინ ხომ მამა-პაპათა და დიდი საქართველოს მახსოვრობა დაეკარგება ჩვენ ხალხას.

განათლება




XX საუკუნის ათიან წლებში ფერეიდანში ჩავიდა ქართველი, სახელად

იუსუფი, რომელიც აწარმოებდა გეოლოგიურ გამოკვლევებს. მალე, მისი

წასვლის შემდეგ სოფელ მარტყოფის მცხოვრები ჰუსეინ ონიკაშვილი,

პროფესიით დალაქი ჩამოვიდა თბილისში მცირე ხნით. ირანში წაიღო წიგნები,

რათა თავის სოფელში გაეხსნა სკოლა. მის განზრახვას წინ აღუდგა ირანის

ხელისუფლება და ისლამური სასულიერო წოდება თავად ქართველთაგან



ამავე პერიოდში ზოგიერთმა ფერეიდნელმა ქართველმა ასევე მოახერხა

ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლა. აქ შეძლეს კარგად დაუფლებოდნენ

მშობლიურ წერა-კითხვას. მათი მიზანი იყო წაეღოთ ქართული წიგნები და

სახელმძღვანელოები და ფერეიდანის ქართულ სოფლებში გაეხსნათ სკოლები.

`ექავრი ამბავი გავაგებინოთყე ჩონ ძმებს, რომელთაც მარტო ტფილისის და
მარტყოფის სახელი მეტი არ გაუგონიაყე~ _ აღნიშნავდნენ ფერეიდნელები
 ფერეიდნელი ქართველებისთვის სამშობლო ცისარტყელას მიღმა რჩება.ისინი მუდამ ოცნებობენ,რომ ცისარტყელის ქვეშ გაძვრნენ რადგან შჯერათ რომ ასე შესძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.ისინი უმგერიან სამშობლოს,წერენ ლექსებს ქართულ ენაზე და ეამაყებათ რომ ქართველები არიან.


პატარა ფერიდნელები ხატავენ საშობლოს,რომელიც მათ არასოდეს არ უნახავთ.












        








ფერეიდნელი ქართველები დღესაც ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს,რომეშიც ჩაქსოვილი სამშობლოს მონატრება და სიყვარული.







 

სადღეისოდ ფერეიდანში კომპაქტურად მოსახლე ქართველთა რაოდენობა, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 30 ათასის ფარგლებში უნდა იყოს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო ”ირნა” წერს (09 07 2004), რომ ”ქართული წარმოშობის დაახლოებით 20 ათასი ადამიანი 400 წელზე მეტი ხნის წინ გადმოსახლდა ამ რეგიონში, ისპაჰანის სამხრეთ-დასავლეთით 180 კმ-ზე. ზოგიერთი სტატისტიკური გაანგარიშებით, ამჟამად ისპაჰანის პროვინციაში ცხოვრობს დაახლოებით 60 ათასი ქართველი”. ისინი აქ ემეზობლებიან სპარსელებს, სომხებს, ლურებს, ბახტიარებს, ქურთებს და თურქულენოვან ტომებს. მიგრაციული პროცესების შედეგად XX ს. II

ნახევარში ფერეიდნელების საგრძნობი ნაწილი დიდ ქალაქებში (თეირანი, ისპაჰანი...) აღმოჩნდა, რის გამოც მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ძნელია. ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ფერეიდნელთა საერთო რიცხვი თანამედროვე ირანში 60 ათასამდე უნდა იყოს.



    
 
ჩ ვ ე ნ    გ ვ ი ყ ვ ა რ ს   ფ ე რ ე ი დ ა ნ ი


 
 

2 comments:

  1. მოგესალმებით... სასიხარულო ფაქტია ფერეიდანს გასახლებული ქართველების ისტორიით დაინტერესებული ახალგაზრდობა რომ გვეზრდება .. ეს ღირებულებაა და უღრმესი მადლობა მათ... სტატიაში ერთი ჩასწორება მინდა გთხოვოთ... ეხება ფოტოსურათს, რომელზეც მღვდელ ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილის ოჯახია გამოსახული ორ ფერეიდნელ სტუმართან ერთად. მამა ნიკოლოზი როგორც ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, (რადგან სწორედ ეს ორგანიზაცია მასპინძლობდა სტუმრებს) არა მარტო მასპინძლობდა არამედ მკურნალობდა კიდეც. სურათზე მხოლოდ ორი ფერეიდნელია, როგორც უკვე აღვნიშნე, იოლი გამოსარჩევია სხედან მარცხნივ ყოლა ჰოსეინ ონიკაშვილი და მარცხნივ ყოლა ამრეზ ხუციშვილი. თქვენი სტატიის მიხედვით რჩება შთაბეჭდილება , თითქოს სურათზე მოცემული ყველა პირი ფერეიდნელია. სურათი გადაღებულია თბილისში 1907 წელს .. სტუმრობის დროს. ისინი სულ რაღაც ნახევარ წელზე ცოტა მეტი იმყოფებოდნენ სქართველოში. ჩასწორებას იმიტომ გთხოვთ , რომ დეზინფორმაცია ვრცელდება ელ ქსელებში.. და ასე სათითოდ გვიწევს შეცდომების ჩასწორება

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა ,აუცილებლად ჩავასწორებთ..

    ReplyDelete