ქართული ტრადიციები სპარსული ელფერით.
ოთხი საუკუნის განმავლობაში ქართული და სპარსული ტრადიციების ინტეგრაციის შედეგად, მივიღეთ ფერეიდნული ტრადიციები, რომელიც აერთიანებს ორივე ქვეყნის კულტურას. ასეთი მაგალითები საკმაოდაა, თუმცა მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა ქორწინების ტრადიცია. ირანელ ქართველებში უმთავრესად სისხლისმიერი ნათესაობა მოქმედებდა. ამაში ისინი “ქართველობის” შენარჩუნებას ხედავდნენ. ქართველები სხვა ეროვნების ხალხზე არ ქორწინდებოდნენ, სისხლი რომ არ აღრეულიყო.
სისხლით ნათესაობაში იგულისხმებოდა როგორც მამის ხაზით, ასევე დედის ხაზით, ნათესავების წრე. ფერეიდანში ჩატარებული ექსპედიციებით უასაკოთა ქორწინებისა და მოტაცების ფაქტები არ დასტურდება.
ქალები უმეტესად 16 – 18 წლის ასაკში თხოვდებოდნენ, ვაჟი კი 20 – 25 წლისა უნდა ყოფილიყო. მცირეწლოვანთა დაწინდვა ხდებოდა, მაგრამ დაწინდვიდან ქორწინებამდე დიდი დრო გადიოდა.
ფერეიდნელებს შორის მრავალცოლიანობამაც ვერ მოიკიდა ფეხი და წესად ვერ იქცა, თუმცა არსებობდა გამონაკლისი შემთხვევებიც.
ფერეიდნელი გოგონას აჭარული.
ფერეიდნელთა საცხოვრებელი სახლები ქართული სახლების მსგავსად,ხშირად ალიზით იყო ნაგები.
Add caption |
რაც შეეხება სახლის შიდა ინტერიერს, ქართულისთვის დამახასიათებელი შუა ცეცხლი, კერა და საკიდელი არ აქვთ, თუმცა დედაბოძი სახლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფერეიდნული სახლის ჭერი
თავისი აგებულებით ძალიან გავს მესხეთ-ჯავახეთისთვის
დამახასიათებელ დარბაზული ოდის ჭერს.
ფერეიდნული სახლის ჭერი
მესხური ოდის ჭერი
ჩვენი ენა ჩვენი ვინაობაა
“დედის ენა”, ასე ეძახიან ფერეიდნელები ქართულ ანუ მშობლიურ ენას. 400 წელი გავიდა, ქართული ენა შემოინახეს და დღესაც ამ ენაზე ლაპარაკობენ, ეთაყვანებიან და უფრთხილდებიან. ამ ხნის განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ქართული ანბანი, რომელსაც სუფრაზე, ხალიჩაზე ან ტანსაცმელზე ამოქარგავდნენ ხოლმე და ორნამენტებს ეძახდნენ, ირანელებს რომ ეჭვი არ აეღოთ.
სადღეისოდ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ქართველები ირანში მხოლოდ ფერეიდანში (ისპაჰანის დასავლეთით, 175 კილომეტრზე) დარჩნენ. ირანის სხვა რეგიონებში კი ქართველთა ბინადრობაზე მხოლოდ გეოგრაფიული სახელები მიუთითებს, როგორიცაა სოფლები: ”გორჯი-სარა”, (ქართველთა სასახლე), ”გორჯი-მაჰალე” (ქართველთა უბანი), ”გორჯი-ყალა” (ქართველთა ციხე) მაზანდარანში, ”გორჯი” (ქართული სოფელი) ირანის აზერბაიჯანში, ”გორჯაი” ქურთისტანში და ა.შ.
ფერეიდანის მიწას
ხნავ,
აგერ ოთხასი წელია,
გამხმარი ფიქრი
ჩავთესე
ხმელი ხორბალი
ერია.
სამშობლოს მონატრული
ვარ
აგერ ოთხასი
წელია.
ამას ამბობდა ქართველი,
სპარსეთში გადახვეწილი,
რაც უნდა მტანჯონ, მაწამონ,
მაინც დავრჩები ქართველი.
ქართველი ფერეიდნელები
ქართველი ფერეიდნელები
ფერეიდნიდან ჩამოსვლას რამდენი წელი ველოდე,
ცრემლის ფარდაგი დავფინე ჩემს ლამაზ საქართველომდე.
რამდენი ღამე ვათენე, რა გზები გამოვიარე...
ჩემი წინაპრის ძვლებზედა სულ ფეხით გადმოვიარე.
მტანჯეს და ვერვინ აღმგავა ქართველი მიწის პირიდან,
ოდესღაც ძალით განმდევნეს მშობლიურ რუისპირიდან.
ამიწიოკეს წვრილშვილი, კარზე მომიხტნენ ანაზდად,
სისხლი მადინეს იმდენი − გააწითლებდა ალაზანს.
ბუდიდან ისე ამყარეს, არ დამრჩა სისხლის ამღები,
შირაქის გზაზე მომიკლეს თვალცრემლიანი ბალღები.
არც რა მებადა უბედურს, არც სახლში დამრჩა არავინ,
შემომიზომეს "სამშობლოდ" − ხორასან-მაზანდარანი.
თან გამყვა ნელსურნელება გომბორის ლურჯი ტყეების,
სიზმრადაც ბევრი მინახავს შვიდფერი ცისარტყელები.
ოთხასი წელი ვკითხულობ: '"შორია გურჯისტანამდე?"−
ჯერ ქართლ-კახეთი მაჩვენე, ღმერთო, ნუ მომკლავ მანამდე.
სპარსეთს სოფლები ვაშენე, ჟამისგან ვერ დაძლეული:
ნინოწმინდა და ნორიო, ლილო და პატარძეული.
ზოგს მუკუზანი დავარქვი, ზოგს − მაჩხაანი, თელავი...
ჩუმჩუმად ღვინოს ვწურავდი, ჩუმჩუმად ნაბადს ვთელავდი
.
საქართველოზე ოცნება მტარვალმა ვერ მომაშორა,
ხომ მომიყვანეს ლოცვებმა − გრემს, მარტყოფსა და ვაშლოვანს.
უფალო, ძალა მომეცი, ვცოცხლობდე და ვქართველობდე:
სპარსეთის საქართველოდან − ჩემს ნამდვილ საქართველომდე!
|
„ნუ გათათრდები“ – გერქვა სახელად შენ, უცნაურო, მომცრო ფრინველო,
მიტაცებულთა, გარდახვეწილთა, მკლავგაბაწრულთა მოძმევ პირველო!
შენ, ფრთაშესხმულო ხალხის სურვილო, ხალხის ტკივილო, ცად ატყორცნილო,
თვით ხალხის ნებით მტრედად ქცეულო, ნეტავ ეგ ყელი დამაკოცნინო!
მწარტყვეობაში თავს დაჰკიოდი, გიმხნევებია შენი ქართულით,
აზიის გზებზე, უდაბნოებში, ვინც კი ყოფილა გადაკარგული!
შენ დღესაც ისევ თავზე დაჰკვნესი ძუძუს მოსხლეტილ გარექართველებს,
იქ თურქის ბრჭყალში, თათრის ბორკილში, სადაც მრავალი ცრემლით ათენებს.
თვალით დახვრიტეთ ჭოროხის მხარე, არ მოგვირჩება ჩვენ ის ტკივილი,
ვიდრე ლაზისტანს და ფერეიდანს ისევ მოესმით შენი ყივილი!
იფრინე სულ იქ და იტრიალე, დაძებნე ჩვენი ძმები და დები,
შენი მკაცრი ხმით ისევ დასძახე: – ძმანო ქართველნო, ნუ გათათრდებით!
გამაგრდით, კერას ნუ დაივიწყებთ, მონობისათვის ვერ გაგიმეტებთ,
გამაგრდით, ვიდრე მზე მოვა თქვენზე და გავინაღდებთ ნანგრევთ იმედებს!
შენ ეს ქართული ხმა მიაწვდინე, მიტაცებულ ძმებს ასე უთხარი,
იქაც სცემს გული საქართველოსი, შავი ზღვასავით გადამდუღარი!
და როცა დაჰკრავს უკვდავი წამი, მწარი მონობის დამამხობელი,
ძმათა გამოხსნის, შინდაბრუნების, შენვე იყავი მახარობელიც!
„ნუ გათათრდები“ – გერქვა სახელად შენ, უცნაურო, მომცრო ფრინველო,
მიტაცებულთა, გარდახვეწილთა, მკლავგაბაწრულთა მოძმევ პირველო! შენ, ფრთაშესხმულო ხალხის სურვილო, ხალხის ტკივილო, ცად ატყორცნილო, თვით ხალხის ნებით მტრედად ქცეულო, ნეტავ ეგ ყელი დამაკოცნინო! მწარტყვეობაში თავს დაჰკიოდი, გიმხნევებია შენი ქართულით, აზიის გზებზე, უდაბნოებში, ვინც კი ყოფილა გადაკარგული! შენ დღესაც ისევ თავზე დაჰკვნესი ძუძუს მოსხლეტილ გარექართველებს, იქ თურქის ბრჭყალში, თათრის ბორკილში, სადაც მრავალი ცრემლით ათენებს. თვალით დახვრიტეთ ჭოროხის მხარე, არ მოგვირჩება ჩვენ ის ტკივილი, ვიდრე ლაზისტანს და ფერეიდანს ისევ მოესმით შენი ყივილი! იფრინე სულ იქ და იტრიალე, დაძებნე ჩვენი ძმები და დები, შენი მკაცრი ხმით ისევ დასძახე: – ძმანო ქართველნო, ნუ გათათრდებით! გამაგრდით, კერას ნუ დაივიწყებთ, მონობისათვის ვერ გაგიმეტებთ, გამაგრდით, ვიდრე მზე მოვა თქვენზე და გავინაღდებთ ნანგრევთ იმედებს! შენ ეს ქართული ხმა მიაწვდინე, მიტაცებულ ძმებს ასე უთხარი, იქაც სცემს გული საქართველოსი, შავი ზღვასავით გადამდუღარი! და როცა დაჰკრავს უკვდავი წამი, მწარი მონობის დამამხობელი, ძმათა გამოხსნის, შინდაბრუნების, შენვე იყავი მახარობელიც! |
ღმერთს ებარებოდეთ!!!
ფ−უძე აშლილნო საქართველოდან,
ე−ნა ქართული გულით ატარეთ,
რ−უ, ცრემლთა კურცხალ ნაკადულისა,
ე−ლვად ცას შვიდფერ ხიდს რომ ადარეთ,
ი−მედს მოსავდით სულში პატარებს,
დ−ედა სამშობლოს ხილვის სათავეს
ა−ნბანის ჯარით ხსნიდით ცხრა კარებს
ნ−ანა ქართული-ფეთქვა მაჯისა
,
ე−ფერებოდა გენს დიდ ნაწამებს,
ლ−ოცვით მოთქვამდით ტკბილ დანაბარებს!...
ქ−ალი, დედა მხნე-შვილთა მშობელი,
ა−მაგრებს, იცავს ენის სამანებს!
რ−ა მძიმე გზა დევს, ოთხას წლიანი,
თ−მენა და ურვა-რამდენს გვავალებს?!
ვ−აგლახ ტყვეობის უღლით უდაბნოს
ე−დემ ბაღებად ქმნიდით ტრამალებს!...
ლ−ამაზი ქვეყნის შთამომავალნო,
თ−ავს გიხრით, თქვენს თავს მეც ღმერთს ვაბარებ!
Add caption
ფერეიდნელ ქართველებს სჯერეთ რომ თუ ცისარტყელის ქვეშ
გაძვრებიან აუცილებლად ნახავენ ოდერსაც დაკარგულ სამშობლოს.
,,ცისარტყელას მიღმა საქართველოა ''
რანი
ვიყავით და რანი ვართ
Add caption |
რანი
ვიყავით და რანი ვართ
აგერ თხა
აგერ თხა |
No comments:
Post a Comment